ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტური თვითმმართველობა

თვითმმართველობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტების მიერ არჩეული გუნდი, მათ ოფიციალურად წარმოადგენს უნივერსიტეტის ფაკულტეტთა საბჭოებზე. სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს, რომ სტუდენტთა აზრი და პოზიცია გათვალისწინებული იყოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ასევე იცავს სტუდენტთა უფლებებს და ცდილობს მათი სტუდენტური წლები უფრო მეტად საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი გახადოს. თვითმმართველობა სტუდენტებს უამრავ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს: ინტელექტუალურ და სპორტულ კონკურსებს, საჯარო ლექციებს, ტრენინგ-სემინარებს, კულტურულ პროექტებს, გამოფენებს, შემეცნებით და გაცნობით ტურებს საქართველოს მასშტაბით, საქველმოქმედო ღონისძიებებს და ა. შ.

  • პრეზიდენტი: გიგა გორჯელაძე
  • ვიცე-პრეზიდენტები: ნიკა ბერიძე, ბექა ბოლქვაძე, მურთაზ გურჩიანი და ქეთი თოდრაძე
  • გენერალური მდივანი: ქეთი თოდრაძე
  • პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ლილე მაისურაძე
  • პროტოკოლის სამსახურის უფროსი: დათო მიროტაძე
  • სამართლის სკოლის საბჭოს თავმჯდომარე: თამუნა დავითაძე
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე: თამარ ჭაბაშვილი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოსთავმჯდომარე: ანა ლაგაზიძე
  • მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე: ლევან ენდელაძე
  • PR სამსახურის ხელმძღვანელი: ლუკა ახალკაცი
  • სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე: ლუკა გელაშვილი
  • ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე: ანი ბერიძე
  • კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე: დათო გიორგაძე
  • განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე: ლიზა დავლაძე
  • პროექტების მართვის დეპარტამენტი: გვანცა გაბროშვილი

მიზნები და ფუნქციები:

  • სტუდენტთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა
  •  სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა
  •  სტუდენტთა ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემების მოგვარება
  •  კულტურული, სპორტული, სამეცნიერო და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა
  •  სტუდენტთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა
  •  სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების დამყარება
  • სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვაში
ბანერები
OSZAR »