საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ლევან ტიელიძის ახალი კვლევა "Post-Little Ice Age Equilibrium-Line Altitude and Temperature Changes in the Greater Caucasus Based on Small Glaciers" საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Remote Sensing

ახალი ამბები

22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გლაციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ლევან ტიელიძის ავტორობით გამოქვეყნდა რეგიონული კვლევა "Post-Little Ice Age Equilibrium-Line Altitude and Temperature Changes in the Greater Caucasus Based on Small Glaciers"  ჟურნალში  "Remote Sensing".

 "Remote Sensing" მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული აკადემიური ჟურნალია მაღალი იმპაქტ-ფაქტორით (5-year Impact Factor - 4.9) https://www.mdpi.com/journal/remotesensing/history

კვლევის თანაავტორები არიან: ენდრიუ მაკინტოში, ალექსანდრე გავაშელიშვილი, ლელა გადრანი, აკაკი ნადარაია, მიხეილ ელაშვილი.

კვლევა, რომელიც ჩატარდა 12 სხვადასხვა მყინვარიდან მოპოვებული მონაცემთა ნაკრების საფუძველზე, ეხება კავკასიონის რეგიონში მცირე მყინვარების (~≤2 კმ²) მიხედვით კლიმატისა და მყინვარების ცვლილებების შეფასებას ბოლო 200 წლის განმავლობაში.

ავტორებმა მყინვარების ცვლილებები მორენების ანალიზის, ისტორიული რუკების, სატელიტური სურათებისა და რელიეფის ციფრული მოდელების საფუძველზე აღადგინეს. ამასთან გამოიყენეს ELA-ის (Equilibrium-Line Altitude) რეკონსტრუქციის მეთოდი, რათა განსაზღვრულიყო თოვლის ხაზის ცვლილება და მასთან დაკავშირებული ტემპერატურული დინამიკა 1820-იანი წლებიდან დღემდე.

კვლევის მიხედვით, 1820-იანი წლებიდან დღემდე რეგიონის მცირე მყინვარების საერთო ფართობი თითქმის ორჯერ (−49.2%) შემცირდა, ხოლო თოვლის ხაზი საშუალოდ 180 მეტრით აიწია, რაც <1.1 °C-მდე გათბობას შეესაბამება. ყველაზე ინტენსიური კლება დაფიქსირდა ბოლო 60 წელიწადში, რაც ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენას მაღალი მთის ეკოსისტემებსა და წყლის რესურსებზე.

პუბლიკაციას გაეცანით ბმულზე: https://www.mdpi.com/2072-4292/17/9/1486

2025

 

ბანერები
OSZAR »